ლუკაშენკო ადასტურებს, რომ პროგოჟინი მასთან იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მეამბოხე „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელარუსში იმყოფება.  ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან პრიგოჟინისთვს მიცემული პირობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეასრულა.

„უსაფრთხოების გარანტიები, როგორც [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, მიცემული იყო. ნამდვილად, დღეს იგი ბელარუსშია. როგორი პირობაც დავდე – თუ გსურთ რაღაც დრო შეგიძლიათ ჩვენთან იყოთ და სხვა. ჩვენ დაგეხმარებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები