პოლონეთის პრეზიდენტი პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნას საფრთხედ აღიქვავს

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელმაც დაადასტურა, რომ აჯანყებული „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელარუსშია, განცხადებას პოლონეთის პრეზიდენტი აკეთებს და ამბობს, რომ დასავლეთისთვის ეს საფრთხეა.

„ვაგნერის” ბელარუსში გადაადგილება საკმაოდ ნეგატიური სიგნალია. ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის – პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. “ვაგნერის” ჯგუფი ბელარუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, – აცხადებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბელარუსის ლიდერმა დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელარუსში იმყოფება.

 

მსგავსი თემები