,,ყველაფერ იმას ვგულშემატკივრობ, რაც რუსეთს დაასუსტებს და ეს ძალიან მალე მოხდება”- ხატია დეკანოიძე

„რუსეთში, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების დროს რაც  ყველაზე მყარად გამოჩნდა ეს არის ის, რომ ხელისუფლება გულშემატკივრობდა სტატუს-კვოს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, სტატუს-კვოს გულშემატკივრობა იმას ნიშნავს, რომ ვუგულშემატკივროთ იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელიც მათ შორის არის უკრაინაში.

„პუტინი დასუსტდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება რუსეთში აუცილებლად მოხდება. მე ვგულშემატკივრობ ყველაფერ იმას, რაც ასუსტებს რუსეთს, რაც დაასუსტებს რუსეთს და ეს ძალიან მალე მოხდება. თქვენ კი, იმაზე უნდა იფიქროთ, რომ სტატუს-კვოს გულშემატკივრობა გამოჩნდა იმ სიჩუმეში, რაც დღენახევრის განმავლობაში ხდებოდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები