რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ხვალ 15:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს.
ამასთან, მოგვიანებით იგეგმება ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა.
ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ 4 რეგიონში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში “რუსეთთან შეერთების” ფსევდორეფერენდუმები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი “რუსეთთან შეერთებას” დაუჭირა.