„ამ დაავადებებისთვის არ გვაქვს ეფექტური სამკურნალო საშუალება, არ არსებობს პრეპარატი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ბავშვებს 5 წლის ასაკში წითელა-წითურას აცრა გამოტოვებული ავთ, დაუყოვნებლივ ვაქცინაციის სენტრებს უნდა მიმართონ.

„5 წლის ასაკის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომ სრულად იყოს დაცული. თუ სწრაფად არ მოვახდინეთ ამ ხარვეზის გამოსწორება, წითელას წლევანდელი 7 შემთხვევა შესაძლოა, ”წითელას აფეთქებად” დაგვიბრუნდეს. ასეთი პრეცედენტი საქართველოში უკვე გვქონდა. არ არსებობს ამ დაავადების ეფექტური სამკურნალო საშუალება. არ არსებობს პრეპარატი, რომელიც წითელას, წითურასა და ყბაყურას ინფიცირების შემთხვევაში იქნება ეფექტური. ერთადერთი დაცვა არის ვაქცინა,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან”.

 

მსგავსი თემები