მინდა ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ სასამართლოზე – ლაზარე გრიგორიადისი

მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს სურვილი აქვს, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი მის სასამართლო პროზესზე მივიდნენ. ამის შესახებ დაკავებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

,,მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა.

კიდევ მექნება “იმედთან” სასამართლო სხდომა. ისეთი მონტაჟი გააკეთეს… დაამონტაჟეს ცუდად.. არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თმებთან დაკავშირებითაც მექნება კიდევ [სასამართლო პროცესი]. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ [განცხადებას], რა დარღვევები ხდება იქ”, – განაცხადა გრიგორიადისმა.

 

მსგავსი თემები