,,ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ”- ანი წითლიძე

,,ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და მთელი შეგნებით”,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოეხმაურა.

,,მინდა ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იმავეს – თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს. დღეს დარბაზში არ არიან, იმედია მოუსმენენ. მე მინდა მათ ვუთხრა: ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და მთელი შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად ამაზე დაგეკისრებათ და ისტორია აუცილებლად ასე შეაფასებს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მსგავსი თემები