როსგვარდია მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს – ზოლოტოვი

როსგვარდია მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, როსგვარდიისთვის მძიმე შეიარაღებისა და ტანკების მიწოდების საკითხი განიხილებოდა პრეზიდენტ პუტინთან. სამხედრო მანქანებისა და მძიმე იარაღის მიწოდების დრო დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული.

,,ეს საკითხი ახლა ძალიან მწვავედ დგას. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ ჩეჩნური კამპანიის დროს ჩვენ გვქონდა ტანკები, ახლა კი..ჩვენ არ გვაქვს ტანკები. ჩვენ ამას შევიყვანთ ჯარებში”, – განაცხადა ზოლოტოვი.

 

მსგავსი თემები