სემეკი დებატების ეროვნული ტურნირის ფინალს უმასპინძლებს

28 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ოფისში, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართება. ტურნირის მონაწილეები წყალმომარაგების სატარიფო საკითხებზე იმსჯელებენ. ღონისძიებას დაესწრებიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები.

დებატების ეროვნული ტურნირი ტარდება სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მსგავსი თემები