,,უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან დამოკიდებული გახდა დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე. მისი თქმით, უკრაინას არც ფული და არც იარაღი აქვთ.

„მთავარია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. ფული არ აქვთ. იარაღი არ აქვთ. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, მშვიდობა იქნება. ის, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, სიტუაციის გაუგებრობაა. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცები და ეს იქნება გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მსგავსი თემები