სტიქია წალენჯიხაში – 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

სტიქია სამეგრელოში – ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხაში 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

სოფელ საჩინოში მდინარე ინწრაზე ხიდის ნაწილი დააზიანა, რის გამოც ნაგურუს თემში მაცხოვრებლების ნაწილი საკუთარ სახლამდე მისვლას ვერ ახერხებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები,დაიმეწყრა ტერიტორიები,დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,დაზიანდა შიდა საუბნო გზები.

მათივე ინფორმაციით, ამავდროულად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მსგავსი თემები