,,დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სანქციების უმაღლესი კოორდინატორების საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით, საქართთველოს მხრიდან არცერთი ფაქტი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის.

,,რაც შეეხება ოპოზიციას, ეს არის ნაწილი ჰიბრიდული ომის ტაქტიკებისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. პრობლემა ეს არის ჩვენ ოპოზიციაში, მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება. რაც შეეხება ვიზიტს, ეს არის საკითხი ვინაიდან სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანი არის. ერთადერთი რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის და რაც დასტურდება უკვე წელიწადზე მეტია, რაც სანქციები არის დაწესებული, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს გვერდის ავლისა და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროსაც და კიდევ ერთხელ ეს ვიზიტი არის მხარდაჭერის,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები