მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ალეკო ელისაშვილი ეხმიანება

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ მშვილდაძე კარგი მოქალაქეა.

„მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია, სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუს-ია. ჰოდა ოცნებაც და სუს-იც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად განწირული წასასვლელად“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები