„ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა. მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე სახელმწიფომ 86 მილიარდი რუბლი გადაიხადა „ვაგნერის“ ხარჯებისთვის.

„მინდა, ყველამ იცოდეს ამის შესახებ. „ვაგნერის“ შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროსგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს“, – განაცხადა პუტინმა.

 

 

მსგავსი თემები