მელანობა – დაავადება, რომელიც ზაფხულთან და ზღვის სეზონთან ასოცირდება

მელანომა – დაავადება, რომელიც ზაფხულთან და ზღვის სეზონთან ასოცირდება. აღნიშნულ პრობლემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და მოსახლეობა გააფრთხილა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე გვაქვს ბავშვების ზღვის სანაპიროზე ყოფნასთან.

ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ კანის დაზიანებაზე. კანის დაზიანება, კანის დამწვრობა, რუჯი ერთი შეხედვით შეიძლება  იყოს არასაშიში, თუმცა, მას ძალიან სერიოზული ზეგავლენა აქვს ისეთი დაავადების განვითარების კუთხით, როგორიცაა საკმაოდ საშიში დაავადება მელანომა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე გვაქვს ბავშვების ზღვის სანაპიროზე ყოფნასთან. მკაფიოდ უნდა დავიცვათ ის საათები, როცა არ შეიძლება მზეზე ყოფნა ა ეს არის 10:00-დან 17:00-მდე. 6 თვემდე ასაკის ბავშვი ზღვის სანაპიროზე საერთოდ არ უნდა გაიყვანოთ. რაც შეეხება მზის დამცავ საშუალბებეს, მისი გამოყენება ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა მოხდეს და კანის დაცვა სანაპიროზე გასვლამდე   ნახევარ საათით ადრე უნდა მოხეს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები