,,დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის წერტილად იქცა და ახლა ამ იდეის გაუფასურება უნდათ”- შალვა პაპუაშვილი

,,დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის წერტილად იქცა და ახლა ამ იდეის გაუფასურება უნდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს,  საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას ხმარდება.

,,ესეც არის სწორედ იმის ნაწილი, რომ ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ,ის, რა მიზანსაც ემსახურება დენდროლოგიური პარკის შექმნა, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო დენდროლოგიური პარკის შექმნაში და არა მხოლოდ, თავად ამ პარკის შექმნის იდეა, ნახეთ კიდევაც რამდენად მიზიდულობის წერტილად იქცა, ამ იდეის გაუფასურება უნდათ,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დენდროლოგიური პარკი მას შემდეგ, რაც ქონების გადაცემის ყველა პროცედურას გაივლის, ქვეყანას გადაეცემა.

 

მსგავსი თემები