კასპში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა

ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა. კაცმა ჩხუბის ვიდეოც გადაიღო. მათივე ინფორმაციით, შედეგად მცირეწლოვანმა  ბავშვმა იმდენად მძიმე  დაზიანებები მიიღო, რომ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, ამ მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს – პრემიერი

ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ქართველ მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. „ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ვაჭრობის მუდმივად მზარდ დინამიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა. გასული წლის 3 მარტს ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს. ამ პროცესის გაგრძელება იყო…

მეტი...

,,პუტინის ბიოციდი” გენოციდის ანალოგია – შავი ზღვის აუზში მკვეთრი ცვლილებებია”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,პუტინის ბიოციდი” გენოციდის ანალოგია – შავი ზღვის აუზში მკვეთრი ცვლილებებია,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. ,,ბევრი პუტინის ბიოციდს უწოდებს, კახოვკის ჰესის აფეთქებას, ვინაიადან გენოციდის ანალოგია. ბიოციდი მთელი ეკოსისტების განადგურებას ნიშნავს, რაც მკვეთრ ცვლილებებს გულისხმობს შავი ზღვის მთლიან აუზში. როდესაც ვსაუბრობთ, ამ კატასტროფის შედეგებზე, აქ საუბარი მხოლოდ მტკნარი წყლის ზეგავლენაზე არაა. ოდესის გარშემო ზღვის მარილიანობის მაჩვენებლი სამჯერ არის შემცირებული, ადრინდელ პერიოდთან შედარებით, რაც უდიდესი საფრთხეა ეკოსისტემისთვის. ასევე…

მეტი...

1-ელი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ოქტომბრიდან დამატებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზონალურ- საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების, შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავამოქმედეთ და გვინდა, ეტაპობრივად ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე დაინერგოს. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის…

მეტი...

56 წლის ჩინელი მილიონერი უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე 27-ჯერ ჩაიჭრა

ჩინელი მილიონერი, 56 წლის ლიანგ ში უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე 27-ჯერ ჩაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მილიონერი, კონკურენციას უწევდა თითქმის 13 მილიონ საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდა წელს, იმ იმედით, რომ სიჩუანის უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა. ,,არასასიამოვნო აზრია, რომ მე ვერ მოვახერხე კოლეჯის განათლების მიღება,” – განაცხადა ლიანგმა. მილიონერს სამშენებლო მასალების ბიზნესი აქვს. ის უნივერსტიტეტში ჩაბარებას  1983 წლიდან, უშედეგოდ ცდილობს.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან დაეშვა

ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი (რეგისტრაციის ნომერი RA-02795)  მინსკის მახლობლად, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე  07:40 საათზე დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას “Беларускі Гаюн” ტელეგრამ არხზე ავრცელებს. მათივე ცნობით, 07:58 საათზე იმავე ადგილას დაეშვა კიდევ ერთი კერძო თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-02878, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა.

მეტი...

აშშ-ის დაზვერვას  პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა – ”სიენენი”

”სიენენის” ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვას „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა. დაზვერვის ინფორმაციით, პრიგოჟინის ამბოხის მიზეზი 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც, ყველა კერძო სამხედრო კომპანია იძულებული გახდებოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებას გაეფორმებინა. „სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინელი მაღალჩინოსნები  არ იყვნენ  ინფორმირებული დაზვერვის ინფორმაციის შესახებ. ამასთან, მოკავშირეებმა უკრაინა გააფრთხილეს, რომ ამბოხის პარალელურად არ მიეტანათ იერიში რუსეთის ტერიტორიებზე, ამბოხის პარალელურად. როგორც ”სიენენი” წერს,  ინფორმაცია იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა და კონგრესის „რვიანი ჯგუფის“ წევრებმა იცოდნენ.  

მეტი...

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. 1972 წელს დაბადებული ა.შ. დაკავებულია „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. „ქურდული სამყაროს წევრის მიმართვისთვის“, ხოლო 2004 წელს დაბადებული გ.შ.-ს მეტსახელად „ჩუქჩა“-ს „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში“ ედება ბრალი. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ა.ხ.-ს და მის თანამშრომელს შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. წარმოქმნილი უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, ა.ხ.-მ დახმარებისთვის მიმართა “ქურდული სამყაროს წევრ”…

მეტი...

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილება მიიღო განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში – „მომავალი განახლებად ენერგიაშია“. დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სემეკის როლზე განახლებადი ენერგიების რეგულირების მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ნეტო-აღრიცხვის სისტემაზე. „სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე. მისასალმებელია, რომ ნეტო-აღრიცხვის ფარგლებში განახლებადი ენერგიების გამოყენება სულ უფრო და უფრო იზრდება. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური…

მეტი...

,,პრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას მოვლენებში”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, რაშიც აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას. ,,პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას მოვლენებში,”- განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან დაავალა თავის უსაფრთხოების ჯგუფს, მიეცათ მისთვის სიტუაციის განვითარების შესახებ მოხსენებები ყოველ საათში ერთხელ. „დავავალე მომზადება მოსალოდნელი „სხვადასხვა სცენარისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ  არ იღებენ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში.  

მეტი...

მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ “განთიადში“ ძიუდოში ილია ბაბუციძის ტურნირი გაიმართა

მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ “განთიადში “, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ილია ბაბუციძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV რესპუბლიკური შეჯიბრი გაიმართა ძიუდოში. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ძიუდოს კლუბების წარმომადგენლებმა. 2009-2010 წელს დაბადებულმა ვაჟებმა და 2009-2010-2011 წლებში დაბადებულმა გოგონებმა. შეიჯბრებაში სულ 250-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილოება. ტურნირში გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ. პრიზიორი სპორტსმენები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სამგორის რაიონის წარმომადგენელმა, კობა დიასამიძემ დააჯილდოვა. ღონისძიებას, საპატიო სტუმრები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ილია ბაბუციძის მშობლები დაესწრნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ ავლევში მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებს

ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ ავლევში მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, სატყეო ენტომოლოგების მიერ ფიჭვნარი კორომის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მავნებელი მწერის ფიჭვის ქარციხერხიას გავრცელება დასაშვებ ზღვარს აღემატება. ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. სოფელ ავლევის ფიჭვნარში, ისე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების…

მეტი...

სტიქია წალენჯიხაში – ადგილზე რთული ვითარებაა

წალენჯიხაში კვლავ სტიქიას ებრძვიან. ადგილზე რთული ვითარებაა. ძლიერმა წვიმამ, სოფელი საჩინო დააზარალა. სტიქიის შედეგად, სოფელ საჩინოში ხიდი დაზიანდა.

მეტი...

,,ამბოხების ორგანიზატორები დანაშაულში მონაწილეებს უბიძგებდნენ თანამოქალაქეების მკვლელობისკენ, ეს სურდათ ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს”- პუტინი

ამბოხების ორგანიზატორები დანაშაულში მონაწილე პირებს თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ, ეს არის ის, რაც სურდათ რუსეთის მტრებს, ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს, მაგრამ არასწორად გათვალეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამბოხების ორგანიზატორებმა  თავიანთ ქვეყანას უღალატეს. „მათ ესმოდათ, რომ წავიდნენ კრიმინალურ ქმედებებზე, რათა გაეტეხათ და დაესუსტებინათ ქვეყანა, რომელიც ახლა უპირისპირდება კოლოსალურ გარე საფრთხეს, გარედან უპრეცედენტო ზეწოლას. როცა ჩვენი თანამებრძოლები ფრონტზე იღუპებიან სიტყვებით – „არც ერთი ნაბიჯი უკან“. ამბოხების ორგანიზატორებმა უღალატეს თავიანთ ქვეყანას და დანაშაულში მონაწილე პირებს მოტყუებით სიკვდილისაკენ და თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ. ეს არის ზუსტად ის…

მეტი...

კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელეს. კანონპროექტი დეპუტატებსა და სხდომაზე მოწვეულ კულტურის სფეროს წარომადგენლებს პარლამენტის წევრმა, ბაია კვიციანმა წარუდგინა. ბაია კვიციანის განმარტებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამასთანავე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. „კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ინტელექტულური საკუთრების ექსპერტებსა და კოლექტიური მართვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან წინასწარი…

მეტი...

,,ჩვენი მეომრები ყველა მიმართულებით დაწინაურდნენ, ბედნიერი დღეა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ძალები ყველა მიმართულებით დაწინაურდნენ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციული მიმართვისას ისაუბრა. ,,ფრონტი, დონეცკის ოლქი, ზაპოროჟიე. ჩვენი მეომრები, ჩვენი ფრონტის პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენი მეომრები ყველა მიმართულებით დაწინაურდნენ და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს კიდევ ასეთ დღეები ვუსურვე”, – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

„შეიარაღებული ამბოხება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა“- ვლადიმერ პუტინი

„შეიარაღებული ამბოხება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. პუტინმა მადლობა გადაუხადა  იმ ჯარისკაცებს და „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ”სწორი გადაწყვეტილება – ძმათამკვლელი სისხლისღვრა არ ჩაიდინეს, ბოლო ხაზზე გაჩერდნენ.” „ეს იყო მცდელობა მათი მოტყუებით გამოყენებისა თავიანთი ძმების წინააღმდეგ. ამიტომ მოვლენების დაწყებიდანვე, ჩემი პირდაპირი მითითებით, გადაიდგა ნაბიჯები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად… მათ შორის, მივეცით დრო მათ, ვინც შეცდომა დაუშვა, დაფიქრდნენ, გააცნობიერონ, რომ მათი ქმედებები მკაცრად უარყოფილია საზოგადოების მიერ და რა ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმ ავანტიურას რომელშიც ისინი ჩათრეულნი არიან“, –…

მეტი...

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ  სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან – იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის,რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. მისი თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა, რთული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სამუშაო სჭირდება ქვეყანას. „ერთი სცენარი, რომელიც ახლახან ევროკავშირის ოფიციალური პირისგან მოვისმინე, არის ის, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან“, – აცხადებს იოზვიაკი.    

მეტი...