,,საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, სირცხვილია”- კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დენდროლოგიური პარკის მონახულება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია. კობახიძე  გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი, დედას, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა.

,,ეს არის ტექნიკური საკითხი, სასპეკულაციო არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ როგორ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, ეს სამარცხვინოა, ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის… არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის, 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს სირცხვილია”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები