2023 წელი გამოირჩევა 2 დაავადების გააქტიურებით – ჩუტყვავილა და ქუნთრუშა – ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2023 წელი გამოირჩევა 2 დაავადების გააქტიურებით. მისი თქმით, განსაკუთრებით გააქტიურებულია  ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.

,,2023 წელი გამოირჩევა ორი დაავადების განსაკუთრებული გააქტიურებით, ესენია – ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. ის, რაც ამ წლის განმავლობაში, აღნიშნული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ხდება, 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემებია. ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას ციკლურობა ახასიათებს და სწორედ ციკლურობის მაგალითია ჩუტყვავილას შემთხვევების მატება. ასევე, ძალიან ბევრია ქუნთრუშას შემთხევები, წინა წლებთან შედარებით. სტატისტიკის მიხედვით, რამდენჯერმე არის გაზრდილი ამ დაავადებათა რაოდენობა. ნაკლებად ფიქსირდება წითელა. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში, ქვეყანაში სულ 7 შემთხვევა დაფიქსირდა,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

,,შავი ზღვის აუზში მკვეთრი ცვლილებებია”- ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ მთავარში

მსგავსი თემები