ლუკაშენკოს განცხადებით, ბირთვულ იარაღს არა „ვაგნერი“, არამედ რუსები და ბელორუსები იცავენ

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას ბელარუსის ლიდერი პასუხობს და აცხადებს, რომ ბირთვულ იარაღს „ვაგნერლების“  დაცვა არ სჭირდება.

„პოლონელები და სხვებიც ფიქრობენ, რომ „ვაგნერი“ დაიცავს ბირთვულ იარაღს. „ვაგნერი“ არ დაიცავს ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა და მას რუსები და ბელარუსები იცავენ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი გამოცდილება, ამიტომ, რუსები იცავენ, ჩვენ კი ვეხმარებით დაცვაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა გააკეთა და აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ბელარუსში ყოფნა დასავლეთისთვის საფრთხეა.

მსგავსი თემები