,,იქნება მუდმივი თავდასხმები, არ გამოვრიცხავ რადიკალური ჯგუფების მივარდნებსაც”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს ”მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, პრეზიდენტთან რადიკალური ჯგუფების მივარდნას. მისი თქმით, ყველაფერია მოსალოდნელი.

,,ეს იქნება მუდმივი თავდასხმები, იქნება ალბათ კიდევ გარკვეულწილად კონტრშეტევა, შეიძლება, რაღაც უფლებამოსილებებზე, ინსტიტუტის დაკნინებაზე, არ გამოვრიცხავ რადიკალური ჯგუფების მივარდნებსაც, არც სპონტანურ მივარდნებსაც. ეს არის რეალური შესაძლებლობა იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის ოცნების წინააღმდეგ, არის არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ წვრილმანი ხულიგნობა და ზოგადად, ძალადობის შემცველი მუქარებიც გვინახავს, ვფიქრობ, ყველაფერი მოსალოდნელია ამათი მხრიდან,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს

 

მსგავსი თემები