,,პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვაა”- ზურაბ ჩხაიძე

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.  კლინიკა “ვივამედის” დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სხდომაზე დასწრება პაციენტისთვის ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვაა.

“სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს პაციენტი, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა მისთვის, ფსიქო-ემოციური დატვირთვა და გარდა ამისა, ჩვენი სტაციონარიდან პაციენტის გაშვება სასამართლოში არ ხდება, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და ვერც გაკეთდება”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

მსგავსი თემები