რუსები ხერსონის რაიონში უკრაინელების ცხედრებს მალავენ – ზელენსკი

რუსეთის ფედერაცია მალავს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, კახოვკის ჰესის განადგურების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად დაღუპულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ამისთვის სიტყვა კატასტროფაც კი არ კმარა. რუსულმა ბოროტებამ იქ სპეციალური ჯგუფები შექმნა, რათა ამოეღოთ და, ცხადია, გადამალოთ ცხედრები. გარდაცვლილი ადამიანები. ასე მოიქცნენ მარიუპოლში, დონეცკის ოლქში და სხვა ადგილებში. მაგრამ ეს ისეთი სიმართლეა, რომლის დამალვა შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები