რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ, ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ  მონიტორინგის ჯგუფი იტყობინება.

,,ვულკანის ზომიერი ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება” – განაცხადა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ვულკანური აქტივობის შესახებ, მონაცემებს აგროვებს.

მათივე ცნობით, ფერფლის ამორქვევა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს. მიმდინარე აქტივობამ კი შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე.

მსგავსი თემები