ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი არ მაქვს – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი არ აქვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად დარეკავს, ის პუტინს უპასუხებს.

„მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი თემები