მაღაროელები პარლამენტთან აქციას მართავენ

საკანონმდებო ორგანოსთან ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები არიან შეკრებილები. მაღაროელები აქციას მართავენ და მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ.

აქციის მონაწილე მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზს” 14-პუნქტიან მოთხოვნას უყენებენ და მის  შესრულებას ითხოვენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ხელფასის 20%-იანი მატება.

მაღაროელებმა ფართომასშტაბიანი აქცია 25 ივნისს, 19:00 საათზე დააანონსეს.

მსგავსი თემები