უკრაინას სჭირდება მეტი თვითმფრინავი და საბრძოლო მასალა წარმატებული კონტრშეტევისთვის – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, წარმატებული კონტრშეტევისთვის, შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდებათ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კონტრშეტევა, ან პოტენციური შედეგი, არ უნდა განიხილებოდეს, როგორც გადამწყვეტი.

,,კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა არის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების სტაბილურობა და საკმარისი რაოდენობით. ხოლო მეორე ყველაზე დიდი პრობლემა კონტრშეტევაში არის რუსეთის დომინირება ჰაერში”, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები