,,საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას”- ლევან ბეჟაშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლობიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა ნიკა გვარამია. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

„პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოს და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ამ პროცესში ექნება საზოგადოების, პოლიტიკოსების მხარდაჭერა, თუ ის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს. პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი თემები