რუსეთი მხეცს ჰგავს, თუ მხეცი ადამიანებს ჭამს, მას უნდა ესროლო და მოკლა – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდამ აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის რაც შეიძლება მალე შეჩერება, რადგან მას შემდგომში შესაძლოა მთელი უკრაინის დაპყრობა, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ ომი მოუნდეს

დუდამ რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ჭამს ადამიანს“.

,,არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს ხელს შეუწყობს მის იმპერიალიზმს. ის ჰგავს მხეცს, რომელიც შეჭამს ადამიანს. თუ მხეცი ადამიანებს ჭამს, ხშირად ნათქვამია, რომ მას უნდა ესროლო და მოკლა, რადგან ის უკვე მიჩვეულია ადამიანების ხორცის ჭამას. იგივე ხდება რუსეთთან“, – აღნიშნა დუდამ.

 

მსგავსი თემები