,,მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”- გიორგი ვაშაძე

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას გათავისუფლება მიესალმება. მისი თქმით,  შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს.

,,მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, აქამდე რომ ყოფილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესვე გამოქვეყნდა 12 პუნქტის შეფასება ევროკავშირის მხრიდან, სადაც მხოლოდ სამი არის დადებითად შეფასებული. თავად ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომელსაც აქებდა და ენდობოდა „ქართული ოცნება“, რომ მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული, დანარჩენი არის შესასრულებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს დეოკუპაცია და დერუსიფიკაცია მოხდეს „ქართული ოცნებისგან” და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ და პოლიტიკური პატიმრები, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს,  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

მსგავსი თემები