,,ადრეც ჰქონდა პოლიციას ბევრ ადგილას ჩემი დაკავების მცდელობა, აფხაზეთშიც ვიყავი”- ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს. ესებუას განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს.

როგორც ბადრი ესებუამ განაცხადა, სამართალდაცველებს მისი დაკავების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.

,,სულ მაჩერებდნენ, მჩხრეკდნენ. ადრეც ჰქონდა პოლიციას ბევრ ადგილას ჩემი დაკავების მცდელობა. აფხაზეთშიც ვიყავი. აზრზე არ ვარ რატომ ამირჩიეს, ალბათ, სასურველი კანდიდატი ვიყავი. არ ვიცი ან მანამდე რატო მდევნიდნენ”, – განაცხადა ესებუამ (კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს).

ცნობისთვის, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

 

მსგავსი თემები