რუსეთმა ხერსონის სატრანსპორტო კომპანიას დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხერსონის სატრანსპორტო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 4 მუშა კი დაშავდა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

„მორიგი რუსული ტერორისტული აქტი… ხერსონში საოკუპაციო ძალებმა მიზანმიმართული ცეცხლით დაარტყეს კომუნალურ სატრანსპორტო კომპანიას. მათ დაარტყეს სამოქალაქო მუშაკებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის სასიცოცხლო საქმიანობას. სამწუხაროდ, 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  მისი კოლეგები დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.” – წერს პროკუდინი.

მსგავსი თემები