,,გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი, მიხეილ სააკაშვილიც უნდა გათავისუფლდეს”- რებეკა ჰარმსი

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა გათავისუფლდებს მიხეილ სააკაშვილიც.

,,გუშინ გამიხარდა საქართველოდან მიღებული სიახლე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი.  დღეს უნდა გავიმეორო რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას ჯანმრთელობისთვის საქართველოს გარეთ მკურნალობა სჭირდება,”- წერს ჰარმსი.

 

 

მსგავსი თემები