,,გადასახდელია პოლიტიკური ფასი”- პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება.  აქციას “საქართველო უპირველეს ყოვლისას” წევრი ხატია ჯანაშია აანონსებს. მისივე ცნობით, აქცია რეზიდნეციასთან 19:00 საათზე გაიმართება.

,,დღეს 19:00 საათზე. ათონელზე რეზიდენციასთან. იმაზე, რაც ახლა ხდება. იმაზე საითკენაც ეს პროცესები მიდის. გადასახდელია პოლიტიკური ფასი. “ქართული ოცნების” გადასახდელი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველი ხალხი არ ვაპირებთ იმ რეალობის მიღებას, საითკენაც უნიათო “ქართული ოცნება” და მისი დასმული, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აგენტი “პრეზიდენტი” მიგვაქანებს”, – წერს ჯანაშია.

მსგავსი თემები