,,ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ იმ ეპითეტების ღირსია, რითაც ამკობდა გვარამია”- ალუდა ღუდუშაური

”ქართული ოცნების” დეპუტატი, ნიკა გვარამიას შეწყეალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს და  ღირსებას.

,,მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა პირველ რიგში, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს, ღირსებას. ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველნი. ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რომ რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეფასებაც უნდა იყოს ანალოგიური.  აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს უწოდებ რეზიდენტს, ვფიქრობ, რომ მაშინ შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია, “- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

მსგავსი თემები