,,არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციასთან”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციასთან.

,,ეს იყო ქალბატონი პრეზიდენტის პრესკონეფერნცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ამ შემთხვევაში, მემგონი, ყველანი კარგად ხედავთ, რომ საქართველოს საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის საკმაოდ დიდ პრობლემებს ხოლმე ნებისმიერ საკითხზე. მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციასთან,” – აცხადებს ბრეგაძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.

 

მსგავსი თემები