,,ყველას გეპატიჟებით აქციაზე”- მაღაროელები 25 ივნისს პარლამენტთან აქციას გამართავენ

მაღაროელები თბილისში, კვირას, 25 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ  საპროტესტო აქციას აანონსებენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი ვიდეომიმართვაში აცხადებს, აქცია არის მშვიდობიანი  და უვადო.

მისივე თქმით, 11 ადამიანი უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.

,,კვირას, საღამოს 19:00 საათზე მე ყველას გეპატიჟებით აქციაზე. აქცია არის მშვიდობიანი, აქცია არის უვადო. მე მინდა შემოგთავაზოთ აქციის ფარგლებში თქვენი ჩართულობა იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის დღეს საქართველოში”, – აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.

მსგავსი თემები