,,თქვენ ხართ კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები”- ბადრი ესებუა

,,ბავშების მკვლელები ხართ თქვენ, ჩემსკენ ძალიან გთხოვთ ნუ იშვერთ ხელს,”- ამ სიტყვებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ბადრი ესებუამ პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართა.

ესებუამ პროკურატურის წარმომადგენლებს კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები უწოდა.

,,ყველამ იცის რაც გაქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებს თქვენი სისტემა. გთხოვთ ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი. ეს არის ზღვაში წვეთი, რაც მაქვს სათქმელი ამათ ჩადენილ დანაშაულებებზე და ამაზე ყველას მოგიწევთ პასუხისგება და პასუხის გაცემა. თქვენ ხართ კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები. ჯერ თქვენს თავებს მიხედეთ, ან მოგხედავენ მალე. ყველაფერზე გაგცემენ თქვენ პასუხს, ასეთი რაღაცების გამო”, – განაცხადა ესებუამ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

 

ბადრი ესებუას კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს

მსგავსი თემები