,,ახლა სააკაშვილის შეწყალებაა შემდეგი”- მაიკლ მაკფოლი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი შესანიშნავ ნაბიჯს უწოდებს.

,,სალომე ზურაბიშვილის შესანიშნავი ნაბიჯი. ახლა სააკაშვილის შეწყალებაა შემდეგი”- წერს მაკფოლი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.

მსგავსი თემები