ბერმუდის სასამარლომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით ბერნუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ისტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა. როგორც ადვოკატის ლაშა კალანდაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ.

„რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“, – აცხადებს ადვოკატი კალანდაძე.

 

მსგავსი თემები