პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს მოუწოდებს ქართველ მოსამართლეებს სანქციები მოუხსნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების უკანონობაზე საუბრობს და სახელმწფო დეპარტამენტს მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ეს სანქციები უსაფუძვლო და უსამართლოა და ის უნდა გაუქმდეს.

„თითქმის უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს. მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე დაასანქცირა.

მსგავსი თემები