სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ბორის კოლარის განცხადებით, სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მისივე თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს.
,,ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მთლიანი გზა უნდა იყოს თვალნათელი პროცესი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ხელი შეუშალოს ამ გზაზე. ჩვენ მოვახერხეთ, მივაღწიეთ და 2004 წელს გავწევრიანდით ევროკავშირში სხვა ქვეყნებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცოტა ჩამოვრჩებოდით, ბოლოს მოვახერხეთ, რომ ერთიან გზაზე გავსულიყავით. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოშიც ეს აუცილებელია, რომ ყველა ერთიანი იყოს თავის მისწრაფებებში, მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება. თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებას ვაყენებთ ზიანს, მათ მომავალ განვითარებას და ხდება დეზინფორმაცია. ყველა პოლიტიკოსმა ერთიანობის ხიდები უნდა ააშენოს. გზავნილი ჩვენი ვიზიტის არის, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.