,,ჯერ ურტყამენ თემურს, ის ძირს ეცემა და წაქცეულს ურტყამს რამდენიმე თანამშრომელი”- ადვოკატი ”რეტროს” მფლობელზე

რესტორან “რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, დაკავებულს მიმტანზე არ უძალადია. მისივე თქმით, თავად თეიმურაზ ვარშანიძეზე იძალადებს რესტორნის თანამშრომლებმა.

ადვოკატის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებულების ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაც უთანხმოებას იწვევდა.

,,კადრებში ჩანს, რომ თემური აძევებს თანამშრომელს დარბაზიდან, რასაც წინ უძღვის სიტყვიერი დაპირისპირება. დაკავებული ხელით უბიძგებს (თანამშრომელს) რომ დატოვოს შენობა. ამის შემდეგ არის კადრები, რომელიც მაყურებელს არ უნახავს. სადაც ჩანს, რომ ჯერ ურტყამენ თემურს, ის ძირს ეცემა და წაქცეულს ურტყამს რამდენიმე თანამშრომელი. ქალების კივილიც ზუსტად დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ მას ურტყამენ.  ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს. რაც შეხება თავად ბრალდებულის დამნაშავეობას, ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, -განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში,  რეტროს ყოფილმა მენეჯერმა  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

მსგავსი თემები