პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელენე ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული. მისივე თქმით, ქვეყნების რუსეთის თავისი ინტერესის გარეშე არაფერს აკეთებენ, მითუმეტეს რუსეთის ფედერაცია.
„ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელენე ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული. ამაზე ოჯახის კომენტარია, რომ ეს არის მათი დიდი ბაბუის დამსახურება, რომელიც თეატრალური მხატვარია და მისი ჰონორარებით ოჯახის მემკვიდრეს აუცილებლად თანხა ეკუთვნის. ასეთი რა სისტემა მუშაობს რუსეთში, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს და ამ დროს რუსეთის ფედერაციას ებრძვის ასე გამწარებული. თითქოს ებრძვის ელენე ხოშტარია, თორემ ყველა ასპექტში გავაანალიზოთ სიტუაცია, რუსეთის ფედერაციას დღეს აწყობს გარკვეული ბარიერების შექმნა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ბარიერების მშენებლობაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ელენე ხოშტარია და ზუსტად იმ ჩარიცხვებს, იმ თანხების ოდენობას ემთხვევა, რამდენადაც აქტიურია ელენე თავის დესტრუქციულ საქმიანობაში, რამდენით მეტ საღებავს მიასხამს კედლებზე, იმდენი ემატება და ინტენსიური ხდება რუსეთის ბიუჯეტიდან დახმარება. ამიტომ არავინ იფიქროს, რომ ქვეყნები თავიანთი ინტერესის გარეშე აკეთებენ რამეს, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაცი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.