მნიშვნელოვანია, ყველამ მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და მოიხადოს სასჯელი – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა სათანადო სამედიცინო სერვისი თუ მომსახურება მიეწოდება, რაც მას სჭირდება.

მისივე თქმით, ყველამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ სააკაშვილის, შეეუგუოს სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებს და მოიხადოს სასჯელი.

„მას მიეწოდება ყველა სათანადო სამედიცინო სერვისი თუ მომსახურება, რაც სჭირდება. დადასტურებულია ასევე, რომ ის მდგომარეობა, რომელზეც საუბრობენ ის და მისი ახლობლები, გამოწვეულია მისივე ქცევით. ამიტომ, აქ ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, არის, რომ ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს წახალისება, რომ მან გააგრძელოს თვითდაზიანება, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ყველამ მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იმ პირობებში, რომელშიც არის, კერძოდ სასჯელაღსრულების პირობებში, ამ პირობებს შეეგუოს და მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები