,,ელენე ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს?”- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ეხმაურება, რომლის თანახმად, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

მისი თქმი, ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და კუთვნილი ფული ერიცხება.

„ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, ნიუ იორკში, პარიზში, მოსკოვში, თუ თბილისში, კუთვნილი ფული ერიცხება. რა თქვას ახლა, წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს? თუ ათეულ ათასებს ურიცხავენ, ე.ი. სიცოცხლის შემდეგაც მისი შრომის პროდუქტი შემოსავალს ოძლევა. არავის ფულს ასე არ ჩაურიცხავენ, ეს არის საერთაშორისო ნორმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები