,,დააბრალო, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია”- ვოლსკის ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი  ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირების საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში საზოგადოებისთვის ყველა სტუმარი შეიძლება მისაღები არ იყოს. ,,შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ეგეთი არ არის შემთხვევა. გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია”,- განაცხდა ვოლსკიმ მისივე თქმით,  კონტროლი ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც საქართველოს საზღვარს კვეთს.    

მეტი...

თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ბომბი გახდა. სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია. დამატებითი დეტალელბი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

რესტორანი “რეტრო” 15-მა თანამშრომელმა დატოვა

რესტორანი “რეტრო”, რომლის მფლობელმაც მიმტანზე ფიზიკურად იძალადა, 15-მა თანამშრომელმა დატოვა. ამ დროისთვის  “რეტრო” დაკეტილია და  ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში,  რეტროს ყოფილმა მენეჯერმა  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს. რესტორნის მფლობელი ძალადობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

მეტი...

,,ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებენ თუ არა?”- პაატა მანჯგალაძე

,,ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებენ თუ არა?,”- აღნიშნული კითხვით “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ”ქართულ ოცნებას” მიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატი  ობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ საქართველოში არა კადიროველები, არამედ გროზნოს ყოფილი მერი და ჩეჩენი ოპოზიციონერები იყვნენ შემოსულები. ,,არანაირი ოპოზოციონერი ჩეჩენი ასეთი მაღალი მარკის რამდენიმე მანქანით ვერ გადაადგილდება და არც ექნება ამის ფუფუნება. თუ ამ ადამიანის შემოსვლა შეიძლება, გროზნოს ყოფილი მერის და ე.წ. ბიზნესმენის, არ არსებობს „ჩეჩენი ბიზნესმენი“ ასეთი გაგება, მაშინ კადიროვი რატომ არ უნდა შემოვიდეს? მე მივმართავ“ქართულ ოცნებას“, ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებენ…

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „დომინოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „დომინოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა დავით ცხადაიას განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს: შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა, შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს; აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა; ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს. გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 3 (სამი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები…

მეტი...

რუსი მოციგურავეები დევისი და სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ – მედია

რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაამტკიცა მოციგურავე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოთხოვნა სპორტული მოქალაქეობის შეცვლის შესახებ. მოციგურავეები საქართველოს გუნდში იასპარეზებენ. ,,მომავალ კვირას, ISU (საერთაშორისო ციგურების კავშირი) საბჭო შეიკრიბება და შესაძლოა გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა რუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ან გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ოქტომბრამდე გადაიდო”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მედია წერს, რომ წყაროს ცნობით, საცეკვაო დუეტის მონაწილეობა მომავალ ოლიმპიურ თამაშებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სმოლკინს ამ თარიღისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ დრო ჰქონდეს ახალი მოქალაქეობის მისაღებად. 2022/23 სეზონზე დევისმა და სმოლკინმა გამოტოვეს რუსეთის გრანპრი და ეროვნული ჩემპიონატი. დიანა დევისი მწვრთნელ ეთერი თუთბერიძის შვილია.

მეტი...

5 ივნისი გარემოს დაცვის მსფოლიო დღეა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან  ერთად,  მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და დაბინძურებისგან დაცვის აქტივობებში საზოგადოების ფართო ჩართვის მნიშვნელობის ხაზგასმას. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით  იმართება. 2023 წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილი პლასტმასით დაბინძურების საკითხია – #BeatPlasticPollutio (#არაპლასტმასითდაბინძურებას). „წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მილიონობით ადამიანი ერთიანდება პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ერთიანი ძალებით…

მეტი...

ინსულტის თუ ინფარქტის დიდი ნაწილი კავშირშია გარემოს დაბინძურებასთან

გარემოს დაბინძურება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და იმ დაავადებებთან, რომელიც არაგადამდებია. როგორც  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნია გიუაშვილი აცხადებს,  აღნიშნული პრობლემები განვითარებად ქვეყნებში გაცილებით მაღალია, ვიდრე განვითარებულში „არაგადამდები დაავადებების გარდა, ყველაზე დიდი და ე.წ. მსხვილი მკვლელები განვითარებად ქვეყნებში 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულში. ინსულტების 26% გარემოს დაბინძურებას უკავშირდება; ინფარქტის 25% გარემოს დაბინძურებას უკავშირდება, ასევე, სიმსივნეების დაახლოებით 17% კავშირშია გარემოს დაბიძურებასთან. გარემოს დაბინძურება,  კონკრეტული დაავადებები და სიკვდილობა კავშირშია ერთმანეთთან და ეს დასაბუთებულია“ – აცხადებს  ნია გიუაშვილი.

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით რუსეთში, მტრის ხელში 19 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია  

უკრაინის პრეზიდენტის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ სისასტიკეზე საუბრობს. პრეზიდენტი ყურადღებას ბავშვებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ რუსულმა ტერორმა ასობით შვილის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით კი ტყვეობაში რჩება. „დადგება დრო, როცა მსოფლიოში ბავშვები, მათ შორის უკრაინაში დაცულნი იქნებიან ისეთი ბოროტებისგან, როგორიც რუსული ბოროტებაა… სამაშველო ოპერაცია დნიპროს რეგიონში, სადაც რუსულმა რაკეტამ სახლები გაანადგურა, უკვე დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. მტკივნეულია ასეთი ცნობების მოსმენა, ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს, მეგობრებს. რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა. მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ომის დროს, ვიცით, რომ 485 ბავშვი დაიღუპა. ეს არის რიცხვი, რომელიც შეგვიძლია,…

მეტი...

მთავრობის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება

დღეს, 5 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, ერთ-ერთი თემა პრემიერის საერთაშორისო ვიზიტებსა და შედეგებს შეეხება.  

მეტი...

სამუშაოს შესრულებისას უბედური შემთხვევების რაოდენობა 41%-ით შემცირდა – მთავრობის ანგარიში

საქართველოს მთავრობის ანგარიშით, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინა, შრომის უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანაშ ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა… შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას 1933 ობიექტზე 3755 ინსპექტირება განხორციელდა. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირება გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით. 2023 წლის პირველ კვარტალში კი შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას სულ 814 ინსპექტირება განხორციელდა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.  

მეტი...

ავარიებით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირებულია – მთავრობის ანგარიში

მთავრობის ანგარიში, რომელსაც პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ, ავტოსაგზაო შემთხვევებსაც ეხება. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის და ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. „2022 წელს 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია 7%-ით, დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი − 2%-ით. დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი. ქვეყნის მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო…

მეტი...

რესტორნის მფლობელი, რომელმაც თანამშრომელი სცემა, დაკავებულია

ბათუმში მდებარე რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დაკავებულია. მას ბრალად ედება თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. ძალადობის დამადასტურებელი ვიდეოკადრები კი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ უსწორდება ვარშანიძე მის თანამშრომელს. ჯერ  მან თანამშრომელი იძულების წესით რესტორნიდან გააგდო, შემდეგ კი ფიზიკურად შენობის გარეთაც იძალადა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.  

მეტი...

მთავრობის ანგარიშს პრემიერი პარლამენტს 30 ივნისს წარუდგენს 

საქართველოს მთავრობის ანგარიშში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტს 30 ივნისს წარუდგენს, ერთ-ერთი მიმართულება საქართველო-ნატოს თანამშრომლობაა. დოკუმენტის მიხედვით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. დოკუმენტს დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ, შემდეგ კომიტეტებში განიხილება და 30 ივნისს კი პარლამენტის სხდომაზე, როცა პრემიერი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად პარლამენტში მივა. „გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული…

მეტი...

პარლამენტი მთავრობის ანგარიშის განხილვას იწყებს

პარლამენტი მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტს დღეს საპარლამენტო ბიუროს წარუდგენენ. დოკუმენტში ერთ-ერთი მიმართულება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯებია. ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რომელიც კანდიდატის სტატუსთან გვაახლოებს. „2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც  2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას ავსებს და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით ექვსი მიმართულებიდან სამში უსწრებს…

მეტი...

საქართველოს პარლამენტი სლავკოვის სამეულის უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, 5-6 ივნისს საქართველოს სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. მსჯელობის მთავარი თემები იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა და შალვა პაპუაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.

მეტი...

აქციაზე დაკავებულები იზოლატორიდან გვიან ღამით გაათავისუფლეს

2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული უფლებადამცველები და ადვოკატები, თელავის  წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მათ 48-საათიანი პატიმრობის ვადა გაუვიდათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი; „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, უფლებადამცველი საბა ბრაჭველი და აქტივისტი  ნიკა რომანაძე სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს. როგორც ისინი აცხადებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი არ შედგება. „ამაზე თავისუფალი არასდროს არ ვყოფილვარ აქამდე, დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო. ამ საქმემ ძალიან კარგად აჩვენა საქართველოს ხელისუფლების მსგავსება რუსულ რეჟიმთან, სადაც ასევე თეთრი ფურცლის გამო აკავებენ ადამიანებს“ – აღნიშნა მედიასთან  ედუარდ მარიკაშვილმა. გათავისუფლების შემდეგ, წერილობითი განცხადება…

მეტი...

აშშ-ში ფიქრობენ, რომ კონტრშეტევით  უკრაინა მნიშვნელოვან ნაწილს დაიბრუნებს

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მზადაა და მის დასაწყებად ემზადება, აშშ პოზიტიურად აფასებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, დიდი ალბათობით, უკრაინა  მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს. „რა ტერიტორიაზე მოხდება კონტრშეტევა, დამოკიდებულია ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, იმ ვითარებაზე, როცა უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ.  გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.  

მეტი...