საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სასამართლოებში ბომბს ეძებენ

საქართველოში, თითქმის ყველა ქალაქში სასამართლო სისტემა პარალიზებულია. დილიდან ყველა დიდ ქალაქში სასამართლოს შენობებიდან მოსამართლეები, თანამშრომლები თუ სხვა ადამიანები ევაკუაციის წესით გამოიყვანეს. სამაშველო ბრიგადები, სამართალდამცველები, კრიმინალისტები, გამნაღმველები სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად, ერთი სასამართლოდან მეორეში გადადიან.

ამ დრომდე სასამართლოს შენობებში ბომბს ეძებენ, თუმცა, ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნეს. შეტყობინება, კი რომელიც სასამართლოში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა, ბუნებრივია, ანონიმური იყო. არც ის დაკონკრეტებული, რომელ სასამართლოზე იყო საუბარი, რამაც პანიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.

თბილისის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ბათუმის, გორის, ზუგდიდისა და ყველა სხვა ქალაქის სასამართლო შენობებში ამ დრომდე იდენტური ვითარებაა. სამუშაო პროცესი პარალიზებულია.

მსგავსი თემები