უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ჩეჩნეთიდან ჩამოსული პირების საქართველოში შემოსვლას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა უკვე დატოვეს ქვეყნის ტერიტორია.
,,რა თქმა უნდა, არავის არ გვინდა აქ კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა. მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც ადამიანების, გაუგებარის, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში და არა საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღებით აქვთ ფოტოები გადაღებული და ა.შ. მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც ისეთი ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა ცალსახად, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, სურვილს თუ მეკითხებით, კი, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში. მეც მოვიკითხე პირადად და როგორც ვიცი, წავიდნენ, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.