რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა ღამით და დილით ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა.

რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

,,დაახლოებით დილის 10 საათზე რუსულმა არმიამ ხელმეორედ გაისროლა რაიონულ ცენტრზე – მათ ერთ-ერთ საწარმოს დაარტყეს. მტრის დარტყმის გამო, სამუშაო ადგილზე მყოფმა დაცვის 55 წლის თანამშრომელმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო,”- განაცხადა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა.

მსგავსი თემები